ქართული თანამედროვე კლასიკური ფესტივალი „უვერტიურა“ წელს მეორედ გაიმართება.
დავით ევგენიძის ფონდის ინიციატივით დაფუძნებულ ღონისძიებაში 17 ქართველი კომპოზიტორი მონაწილეობს. კონცერტი კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფონდის, „იამეკის“ მხარდაჭერით მსოფლიოს 200 ქვეყანაში იქნება წარდგენილი. ფესტივალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.