წინასაგამოცდო მოსამზადებელი სამუშაოები აჭარის რეგიონში ბოლო ეტაპზეა. ყველა საგამოცდო ცენტრში, მათ შორის ბათუმსა და ხულოში არსებულ საგამოცდო ცენტრებში, აპლიკანტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო, მშვიდი და კომფორტული გარემო იქნება უზრუნველყოფილი.
აჭარის რეგიონის ყველა საგამოცდო ცენტრის სრულად აღჭურვის პროცესი დასრულებულია. წელს ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი იმოქმედებს ამბროლაურშიც.