სამზადისი ეროვნული გამოცდებისთვის

ხვალიდან, 4 ივლისიდან ეროვნული გამოცდები იწყება. 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე მოეწყობა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე მოქალაქეებს საგამოცდო წესებისა და პროცედურების შესახებ დეტალურ ცნობებს მიაწვდიან. ინფორმაცია გავრცელდება 2022 წლის საგამოცდო სიახლეების შესახებაც.