„ლეიბორისტები“ საგამოცდო ცენტრებში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში არსებულ ვითარებას აპროტესტებს „ლეიბორისტული პარტია“. აქცია განათლების სამინისტროსთან გაიმართა.

ცენტრებში გაგრილების სისტემის დამონტაჟებამდე პარტიის ლიდერი გამოცდების პროცესის შეჩერებას ითხოვს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროცესის შეჩერება აუცილებელი არ არის. უწყების ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრების უმეტესობა კვირის ბოლომდე კონდენციონერებით აღიჭურვება.