მზადება ეროვნული გამოცდებისთვის

ხვალიდან ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. 25-ვე საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. 103-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და განათლების მინისტრის მოადგილემ დაათვალიერეს.

რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ როგორც გამოსაცდელებს, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართულ პირებს; რა სიახლეებია დაგეგმილი ეროვნულ გამოცდებზე, ამჯერად თამარ ნადარეიშვილი მოგვიყვება.