მზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

41 ათასამდე აბიტურიენტი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორშაბათს, პირველ ივლისს ჩატარდება. პროცესი 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დამთავრდება.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ყველა მათგანი გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით აღიჭურვება.

საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნებიან სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.