მზადება ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისთვის - ჩართვა სამების საკათედრო ტაძრიდან
პატრიარქის კურთხევით, ღამის 12 საათზე, ყველა ანთებული სანთლებით უნდა შეხვდეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. კორონავირუსის გავრცელების გამო, ტაძრების ნაწილში, მღვდელმთავრები წირვას მრევლის გარეშე ატარებენ. გამოშვების მსვლელობისას ჩვენ ჩართვებს სხვადასხვა ეკლესია- მონასტრებიდან შემოგთავაზებთ. ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა, რომელიც დილის 6 საათამდე გაგრძელდება. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი 23 საათზე მივა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთებული მოლოდინია სააღდგომო ეპისტოლეს მიმართ.