მზადება აქციისთვის

30 აპრილს დაგეგმილ აქცია-შეკრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები მოსახლეობასთან ერთად დღეს მსახიობებმა – ზაზა პაპუაშვილმა, სოსო მანჯავიძემ და ვაკა გორგილაძემ განიხილეს. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის „მოვდივარ“ მთავარი სათქმელი არის „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“. ორგანიზატორების განცხადებით, 30 აპრილს გასამართი აქცია აპოლიტიკურია და პოლარიზაციასთან, ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების რისკებთან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში არსებულ წუხილს ეხება. აქცია-შეკრება ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ და მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა დააანონსეს. შეკრების დღეს, 30 აპრილს რესპუბლიკის მოედნის გადაკეტვის თაობაზე საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს თბილისის მერიას. აქციის შემდეგ, საზოგადოებრივი აზრის შესახებ რეზიუმეს სახით წერილს მოამზადებენ.