მზადება 26 მაისისთვის

105 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან.

ქვეყანა ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება. 26 მაისს თბილისსა და 15 რეგიონში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. დღის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა და წვევამდელების მიერ ფიცის დადების ცერემონია იქნება, რომელიც დედაქალაქში და სხვადასხვა ისტორიულ ადგილზე იგეგმება. მრავალფეროვანი პროგრამა არაერთ კულტურულ, შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობას მოიცავს. თბილისში მთავარი ღონისძიებები ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე მოეწყობა, სადაც სამზადისი უკვე დაწყებულია. ქალაქის ცენტრალური გამზირი დროშის ფერებშია გაფორმებული.