14 წელი აგვისტოს ომიდან - დაშვებული დროშები

2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებებზე დროშებია დაშვებული. მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, თავდაცვის უწყებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე დროშები დილიდან დაშვებულია.

დროშა დაუშვეს პარლამენტის შენობაზეც, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების შენობებზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა.