მზადება 2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება.

მილტონ ჰეიგის გუნდი 3 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებმა დღეს შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს. ესპანეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 10 მარტს, კრასნოდარში, რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე  უკანასკნელ შეხვედრას ეროვნული გუნდი 17 მარტს დინამო არენაზე რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.