myvideo.ge-ის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია აეკრძალა
თბილისის საქალაქო სასამართლომ myvideo.ge-ის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია აუკრძალა.
სასამართლომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართვის საფუძველზე მიიღო. ამას წინ უძღოდა განხილვები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.
მარეგულირებელი ორგანოს მიერ myvideo.ge-ის მფლობელი კომპანიის გაფრთხილების შემდეგ, დაჯარიმების მიუხედავად, ვებგვერდზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია გრძელდებოდა.
დღევანდელი განჩინება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.