myvideo.ge პირველი და მეორე არხების გათიშვას არ აპირებს

ინტერნეტპორტალი myvideo.ge პირველი და მეორე არხების გათიშვას არ აპირებს და სასამართლოს მიმართავს.

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამო, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ myvideo.ge-ის პირველი და მეორე არხების სიგნალის გათიშვა 28 ივნისს დაავალა. მაუწყებლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობენ. შესაბამისად, მატჩების მსვლელობისას myvideo.ge- და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. ამას გარდა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე უშვებს რეკლამას.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება მიღებულია პროცესუალური ნორმების დარღვევით და ისინი საკითხით დაინტერესებას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სთხოვენ.