კლიმატური ცვლილებების შედეგად გახშირებული ბუნებრივი კატასტროფების ფონზე, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის საკითხი აქტიურდება.
რომელ დასახლებულ პუნქტს უქმნის საფრთხეს მყინვარების დნობის პროცესი? დეტალური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით, მთავრობა მასშტაბურ სამუშაოებს იწყებს. უკვე საქართველოში იმყოფება უცხოელი სპეციალისტიც, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად საჭირო მონაცემებს ხვალიდან შეაგროვებს და დასკვნას მოამზადებს. დაგეგმილი კვლევების მთავარი მიზანი მოსალოდნელი რისკების და სტიქიებისგან გამოწვეული ადამიანური მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებაა.