განახლებადი ენერგიის წყაროების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016-2020 წლებთან შედარებით, მწვანე ენერგიის გამომუშავების წილი მკვეთრად მომატებულია. თანაბრად დედაქალაქსა და რეგიონებში რამდენჯერმე გაზრდილია ნეტო აღრიცხვის სქემაში ჩართულ პირთა, ანუ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე განახლებადი ენერგიის მიკრო-სადგურებს აწყობენ. ელექტროენერგიის გამომუშავების წყაროებს შორის განსაკუთრებული ინტერესი ძირითადად მზის პანელების მიმართაა.