ოლივერ ვარჰეის განცხადება

ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით დაფინანსდება, დაწერა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროექტის ღირებულება 2 მილიარდ 300 მილიონი ევროა.

ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის კაბელი საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, რაც მწვანე ენერგიის ევროპაში ექსპორტს უზრუნველყოფს და ორმხრივ მედეგობას გააძლიერებს. მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა ასევე მოიცავს სატრანსპორტო პროექტებსა და სავაჭრო მარშრუტების გაძლიერებას.