ნეტო აღრიცხვაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა იზრდება. მიზეზი მწვანე ენერგიის მიმართ მომატებული ინტერესი და კომუნალური ხარჯების დაზოგვაა. განსაკუთრებული ინტერესი მზის ენერგიაზეა. დღევანდელი მონაცემით, როგორც რეგიონებში ასევე თბილისში სისტემაში 468 აბონენტია ჩართული. თუ 2016-2020 წლებში სიმძლავრე 3.5 მეგავატი იყო, დღეს ეს რიცხვი 27 მეგავატს აჭარბებს.