მწერალთა სახლში თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება 21 მაისამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, თბილისს 15 ქვეყნიდან, 19 ავტორი ეწვევა. მონაწილეთა შორის ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები არიან. ღონისძიებები ერთი თემის ქვეშ გაერთიანდება.
პროგრამა პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებსა და პანელ-დისკუსიებს მოიცავს. თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება მწერალთა სახლში. დასწრება კი ტრადიციულად, უფასო იქნება.