საერთაშორისო წინააღმდეგობის ფონზე შეცვლილი სტატუსი და ახალი რეალობა – 86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიას ტაძარში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა შესრულდა.
ნამაზს თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრო, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლისთვის ათა თურქის მიერ მინიჭებული მუზეუმის სტატუსის შეცვლის პირობა ჯერ კიდვე ერთი წლის წინ დადო, ცოტა ხნის წინ კი გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა. დღეიდან აია-სოფია მეჩეთია. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ტაძრის კედლებზე ფრესკებს საფრთხე არ დაემუქრება და აია-სოფიაში შესვლა სხვა რელიგიების წარმომადგენლებს თავისუფლად შეეძლებათ. მიუხედავად ამისა, ერდოღანის გადაწყვეტილებას როგორც ევროპაში, ისე თურქეთშიც ბევრი აკრიტიკებს.