მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს ზეიმობენ ქართველი მუსლიმებიც. ამ დღეს ტრადიციულად, მუსლიმ ოჯახებში შინაურ ცხოველს კლავენ, რის შემდეგაც დაკლული ცხოველი ნაწილდება და ხორცი გაჭირვებულებსა და მეზობლებს შორის რიგდება. ეს არის ტრადიცია, რომელსაც ბიბლიური გადმოცემა უდევს საფუძვლად.

გადმოცემა კი აბრაამის მიერ მისი შვილის – ისააკის მსხვერპლად შეწირვის მცდელობაზე გვიყვება. მერაბ წულუკიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ვარშალომიძეებში ჩავიდა და დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას ადგილზე გაეცნო.