მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა.
აღინიშნა, რომ გასულ წელს დაიწყო 250 პროექტი და დასრულდა – 70, პროექტების საერთო ბიუჯეტმა კი 366 მილიონი ლარი შეადგინა. აშენდა ვანის მუზეუმი, განხორციელდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და ბათუმისა და ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, ფონდმა ქვეყნის მასშტაბით, 161 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. 2019 წელს წყალტუბოში, ზუგდიდში და ქუთაისში დევნილთა სახლების მშენებლობა დაიწყო. ჯამში, 2019-2021 წელს, 2440 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას.
ფონდის მთავარი მიზანი კი, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მხარდამჭერი პროგრამების გახორციელებაა.