სიახლე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სიახლე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გერმანიის იულიხის კვევით ცენტრთან. შესაბამისად, წარჩინებულ სტუდენტებს ერთობლივი პროექტების მომზადების საშუალება ექნებათ. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის, სასწავლო-სამეცნიერო კავშირი დამყარდა. ერთობლივ პროექტში, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის, ბიო და გეომეცნიერებების ინსტიტუტის, ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი, ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრის თანამედროვე კვლევების ტექნოლოგიების ინსტიტუტი და ელექტრონული კვლევების ინსტიტუტი ჩაერთვებიან.