მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება

მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი ეცნობა. ზურაბ ალავიძემ ამჯერად ოზურგეთში მე-4 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იგეგმება ეზოს კეთილმოწყობა.