სოფელ დიღომში რეაბილიტირებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა. ორსართულიან შენობაში მოეწყო გასახდელები, ადმინისტრაციული ოთახები, ექიმის ოთახი, განახლდა განათებისა და გათბობის სისტემები, დაიგო ახალი იატაკი. მძიმე მდგომარეობაში არსებული ყოფილი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გასული წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება მილიონ 120 ათას ლარზე მეტია.