საქართველოში რიგით 62-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა სოფელ მუხრანში. 200-ზე მეტი სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით 20 ათასამდე ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი.
ადგილზე განთავსებულია ციფრული და ბეჭდური გამოცემების ბიბლიოთეკა.
ცენტრი დღეს საზეიმო ვითარებაში იუსტიციის მინისტრმა და ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრმა გახსნეს.