საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა

ქართული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სერბეთში დაინერგა.

სერბეთის ქალაქ ლაზარევაცის მუნიციპალიტეტში ქართული მოდელის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრმა, ბრანკო რუჟიჩმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირში გაწევრების გზაზე მყოფი სახელმწიფო საქართველოსგან იღებს მაგალითს და ქვეყანაში ნერგავს საჯარო ადმინისტრირებისა და მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას.

ბრანკო რუჟიჩი საქართველოში 2017 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, როცა ხელი მოეწერა და საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცენტრების ქართული მოდელის სერბეთში დანერგვის პროცესს.