მთაწმინდაზე ტყის აღდგენა იწყება.
მასშტაბური პროექტი 700-მდე ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებას გულისხმობს. ეს არის ტერიტორია მთაწმინდის ფერდობიდან „კუს ტბის“ ფერდობამდე. გეგმაშია დაზიანებული ხეების აღრიცხვა და მათ ნაცვლად ახალი ენდემური სახეობების განაშენიანება, ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.
ოთხწლიან პროექტს, რომელიც თბილისის მერიის „მწვანე პოლიტიკის“ ნაწილია, ფონდი „ქართუ“ 16 მილიონი ლარით დააფინანსებს. პროექტის პირველი ეტაპი, ანუ ტერიტორიის შესწავლა დაწყებულია. მიმდინარეობს თბილისის კლიმატისთვის შესაფერისი ნარგავების შერჩევაც.