მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი

 პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტი გუშინ წარადგინა. სამთავრობო გუნდში მხოლოდ მცირედი ცვლილებებია – თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი ირაკლი ქარსელაძე იქნება.

პარლამენტში უკვე ისმენენ სამთავრობო პროგრამას და კომიტეტების გაერთიანებული სხდომები მიმდინარეობს. ორშაბათიდან უკვე მოხდება ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა. ორშაბათსვე ჩაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო პროგრამას განიხილავენ და დაამტკიცებენ. საკომიტეტო მოსმენებში არ ერთვებიან „ევროპელი სოციალისტები“ და პარტია „მოქალაქეები.“ ნდობის მისაღებად მთავრობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.