პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას რიგგარეშე პლენალურ სხდომაზე ნდობა 24 დეკემბერს უნდა გამოუცხადონ. გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დღეს ჯანდაცვისა და განათლების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.
მოხსენების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძესა და მიხეილ ჩხენკელს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. რაზე გამახვილდა ყურადღება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და რა განცხადებები გაკეთდა სხდომის დასრულების შემდეგ, მარიამ სეთურიძე გვეტყვის.