ხე-ტყის უკანონოდ ჭრის გახშირებულ ფაქტებზე მკაცრი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, უკანონობასთან ბროლაში მთავრობა ძალიან პრინციპული იქნება. მისივე თქმით, ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია.
„ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში. „- განაცხადა პრემიერმა.
ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემის გადასაჭრელად, მიმდინარე და დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმაც.