თბილისის მთავრობის სხდომა

12:20, 28.06.2024

დღევანდელი მთავრობის სხდომა კახა კალაძემ ქართული ფეხბურთის წარმატებაზე საუბრით დაიწყო და ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა კიდევ ერთხელ მიულოცა. აღინიშნა, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მომდევნო თამაშზეც მოეწყობა დიდი მონიტორები. დასწრება კვლავ თავისუფალი იქნება. თბილისში მყოფი ქომაგები შეძლებენ ერთად უგულშემატკივრონ ეროვნულ ნაკრებს.

 

მსგავსი