მამუკა ბახტაძე - მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, ხელმოცარული, უპერსპექტივო ოპოზიცია კვლავაც აგრძელებს მასზე იერიშის მიტანას
მამუკა ბახტაძე - მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, ხელმოცარული, უპერსპექტივო ოპოზიცია კვლავაც აგრძელებს მასზე იერიშის მიტანას

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ზოგადად ასეთ თავდასხმები და შეურაცხყოფები არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებზე, თუ რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რაც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ. დღეს ჩვენ ოპოზიციას აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც იქნება ძალიან წარუმატებელი. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე ვმუშაობთ. პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ პარლამენტში, არის მნიშვნელოვანი. ის თითქმის ყველა სექტორს შეეხება ეკონომიკის. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტაცია, მათ შორის კრიტიკაც, იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვისმენთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში –  „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.