მიმდინარე წლის ნოემბრიდან, რეგულარული ფრენები ეტაპობრივად გაიხსნება, ძირითადად ევროპის მიმართულებით, სადაც რეისები შეზღუდული ფორმატით აქამდეც ხორციელდებოდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანიებს აქვთ შესაძლებლობა რეგულარული რეისების სიხშირე გაზარდონ ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, მილანისა და სხვა მიმართულებებით. კონკრეტულად, კვირაში რა სიხშირით შესრულდება ფრენები, ამას კომპანიები კომერციულ გათვლებზე დაყრდნობით თავად გადაწყვეტენ.