მთავრობის გადაწყვეტილება

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. აღნიშნულს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს 2024-2025 სასწავლო წლისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. რაც შეეხება 2025-2026 სასწავლო წელს, ეს ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება და სწავლის უფლებით ისარგებლებენ ბავშვები, რომლებიც 31 დეკემბრამდე გახდებიან ექვსი წლის. ცვლილებებს საფუძვლად დაედო მშობელთა დიდი მიმართვიანობა. თუმცა, განათლების სამინისტრო უფლებას უტოვებს მშობლებსა და მეურვეებს, სკოლაში შეყვანის გადაწყვეტილება ნებაყოფლობით მიიღონ.