საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატთა რაოდენობა სამით შემცირდა. მათ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. დარჩენილ 18-ს შორის ორი მოქმედი პროკურორია – ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე.
პროკურორობის კანდიდატია ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე. პოსტზე ასევე წარდგენილია შალვა შავგულიძე, რომელიც პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა. არ არის გამორიცხული, იუსტიციის მინისტრმა საპროკურორო საბჭოს სამი კანდიდატურა ხვალვე გადაუგზავნოს.
საკუთარი არჩევანი სამი კანდიდატიდან საპროკურორო საბჭომ ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს და შერჩეული კანდიდატი გადაუგზავნოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაშიც, საბოლოო გადაწყვეტილებას უმრავლესობით იღებს პარლამენტი.