რიკოთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი გაუქმდა. საუღელტეხილო გზაზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი კი ძალაში დარჩა, თუმცა 4 საათით გაიზარდა, საღამოს 21 საათიდან დილის 7 საათამდე. სპეციალური რეჟიმი რიკოთის გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს. პრობლემურ მონაკვეთზე 24 -საათიანი მონიტორინგი გაგრძელდება.