საქართველოში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა. კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 400-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. პირველი ადგილის მფლობელი წერილი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება. კონკურსი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.