პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონკურსის დასკვნითი საღამო და ლაურეატთა კონცერტი გაიმართა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 16 კონკურსანტი მონაწილეობდა. სპეციალური პრიზებით ლაურეატები საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა დააჯილდოეს.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნახევარფინალში სოლო პროგრამის საუკეთესო შესრულებისთვის იაპონელ პიანისტს ამაკო იუკას მოოქრული ბრინჯაოს მცირე ქანდაკება „მუზა“ გადასცა. პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი 1997 წელს დაარსდა და ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს კონკურსის 25 წლის იუბილე აღინიშნა.