კორონავირუსმა მსოფლიოს 200-მდე ქვეყანა და რეგიონი მოიცვა. მსხვერპლთა რიცხვმა საერთო ჯამში 35 000 -ს გადააჭარბა. რთული მდგომარეობა ისევ ევროპაშია, სადაც, ვირუსის გავრცელების შემცირების მიუხედავად, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება. იტალიისა და აშშ-ის შემდეგ, ჩინეთს ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთმაც გაუსწრო. კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას აანონსებს. ადამიანებზე ვაქცინის კლინიკური გამოცდის დაწყება ექვს თვეში იგეგმება.