მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 

დავოსში მყოფი ქართული დელეგაცია საქართველოში ახალ უცხოურ ინვესტიციებს აანონსებს.

შვეიცარიის სამთო კურორტზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს რამდენიმე წამყვანი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა, რა დროსაც ცნობილ ბიზნესმენებს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო გააცნეს. კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის პარალელურად შეხვედრები მიმდინარეობს დავოსში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთანაც. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაა.