მსოფლიო ბანკის ახალი პროგრამა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის განხორციელებისთვის 400 მილიონი დოლარის დაფინანსება გამოიყო. ეს არის ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ფოკუსირებული ყველაზე დიდი მოცულობის ერთიანი ინვესტიცია. პროგრამა განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის რეფორმების შედეგების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.