მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიის წინაშე

დახურული საზღვრები, შეწყვეტილი ფრენები, მილიარდობით ადამიანი კარანტინში – ასეთია  „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის შედეგი მსოფლიოში. ვირუსი  უკვე 204 ქვეყანასა და რეგიონს მოედო. ყველაზე მეტი დაინფიცირებული აშშ-ში, დაღუპული კი იტალიაშია. „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის გამო, მსოფლიოში უკვე ორი მილიონი ფრენა გაუქმდა, ინდუსტრია კი, სავარაუდოდ, 250 მილიარდ დოლარზე მეტს დაკარგავს. გლობალური ეკონომიკის სტაბილიზაციის საკითხები განიხილეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა. მოგვიანებით დონალდ ტრამპის განცხადებიდან გაირკვა, რომ ამერიკამ რუსეთიდან სამედიცინო აღჭურვილობა მიიღო.