საქართველოში შინმოვლის დანერგვის საკითხებზე იმსჯელეს დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში. 2017 წლიდან პროექტს ორგანიზაცია “საქართველოს კარიტასი” ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელებს.
საპილოტე რეჟიმში პროექტი თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში სპეციალისტები ხანდაზმულებს, ასევე მოქალაქეებს, რომლებსაც დამოუკიდებლად არსებობა უჭირთ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. აიღებს თუ არა ამ პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე სახელმწიფო?
ნახეთ მანანა გიგინეიშვილის სიუჟეტი.