შინმოვლის პროგრამა წარუდგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. ღია საზოგადოების ფონდმა და საჯარო პოლიტიკის და ადმინისტრირების ცენტრმა დოკუმენტში სხვადასხვა მიმართულებებზე გააკეთეს აქცენტი, რაც პაციენტისთვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ გარემოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ხელშეწყობას გულისხმობს. შინმოვლის მომსახურება პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მომსახურებები საქართველოს 28 მუნიციპალიტეტში უკვე ხორციელდება. უმეტესობა კერძო ინიციატივებით და დონორთა დახმარებით ფინანსდება. შინმოვლის ტიპის მომსახურებას სახელმწიფო სრულად მხოლოდ ოთხ მუნიციპალიტეტში აფინანსებს.