ქალ ნარკომომხმარებელთა პრობლემებზე იმსჯელეს დღეს ორგანიზაცია „ჰეპა პლუსის“ კონფერენციაზე.
ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ ნარკოდამოკიდებული ქალების სამკურნალო პროგრამებში ჩართულობა საკმაოდ დაბალია. ისინი არ მონაწილეობენ პროფილაქტიკურ პროგრამებში და არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან საზოგადოებაში მათ მიმართ ნეგატიური და სტიგმატური დამოკიდებულება არსებობს.
ორგანიზაციის წევრების თქმით, აუცილებელია ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებს სახელმწიფომ სპეციალური სერვისები გაუუმჯობესოს, იმისთვის, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულები აღარ იყვნენ.