მსჯელობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე

მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლების მსურველთა შერჩევის წესზე მსჯელობენ ამ წუთებში „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრები.

იურისტები სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. განხილვისა და პოზიციების შეჯერების შემდეგ, ადვოკატები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების შესახებ რეზოლუციის ტექსტს შეიმუშავებენ.

დოკუმენტი შემდგომში პარლამენტს და პროცესში ჩართულ მხარეებს გადაეგზავნება.