პიტერ სტანოს განცხადება

ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად, შემოწმების გასხვავებული ფორმატის შექმნაზე საუბრობს. პიტერ-სტანოს განცხადებაში ვკითხულობთ – სასამართლო სისტემაში გამოწვევების აღმოსაფხვრელად საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს განსხვავებული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე წამყვან თანამდებობაზე იმყოფებიან.

ამასთან, ტექსტში წერია, რომ სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს 2023 წლის ანგარიშისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა.

რეფორმა ასევე იმ ცხრა საფეხურის ნაწილია, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების მოხსენებაშია აღნიშნული. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს, – ვკითხულობთ ტექსტში. პიტერ სტანოს განცხადებას თბილისში ეხმაურებიან.