ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საავადმყოფოს ექიმებმა პაციენტების გაწერის რეკომენდაცია გასცეს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამ დრომდე ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩებიან.
ინციდენტში მონაწილე ორ პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება გამოძიება. მათი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ასევე, ხვალ გაირკვევა იმ ხუთი პირის საკითხიც, რომლებსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით აქვთ წარდგენილი. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ახალქალაქის სასამართლო ორშაბათს იმსჯელებს.
ძალადობაში ბრალდებულებს შორის ერთ-ერთი დეპუტატ ენზელ მკოიანის შვილია. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.