მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური რეაბილიტაცია რესოციალიზაციის პროგრამებს ახორციელებს. ამჯერად ქალთა მე-5 დაწესებულებაში გათავისუფლებისათვის მოსამზადებელი პროგრამა დაიწყო. გარდა იმისა, რომ ადგილზე ქალები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას, არიან დასაქმებულები და იღებენ ანაზღაურებას. ისინი ჩაერთვებიან გათავისუფლების მოსამზადებელ პროგრამაშიც. კონკრეტულად დაბალი და საშუალო საშიშროების რისკის მსჯავრდებულები, რომლებსაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი აქვთ არაუმეტეს ერთი წელი. მათ საშუალება აქვთ დასვენებისა და უქმე დღეებში დატოვონ პენიტენციური დაწესებულება, მოიგვარონ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საკითხები, ასევე, დასაქმდნენ და სამსახურიდან შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულებიდან მუშაობის მიზნით, სამუშაო დღეებშიც გავიდნენ და დასვენებისა და უქმე დღეები გაატარონ დაწესებულებაში. მე-5 დაწესებულებაში უკვე შერჩეულია სამი ქალი, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთვება.