ზავის ვადა იწურება. თურქეთი სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით იმუქრება. ერდოღანი საკუთარ პირობას აყენებს. იმ შემთხვევაში თუ ქურთული სამხედრო შენაერთები უახლოესი საათების განმავლობაში სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ე.წ. უსაფრთხო ზონას მთლიანად არ დატოვებენ, თურქეთი ცეცხლს ისევ გახსნის.
ამერიკასთან მიღწეული შეთანხმებიდან და ხუთდღიანი პაუზის აღებიდან ოთხი დღეა გასული და ამ პერიოდში ტერიტორიიდან ქურთული შენაერთების ნაწილი უკვე გავიდა. ახლა ყველა განსაკუთრებული ინტერესით ელოდება სოჭში ხვალ ერდოღანის და პუტინის შეხვედრას.
რუსეთს, რომელიც ანკარასთან დაპირისპირებულ ასადის რეჟიმს ზურგს უმაგრებს, პროცესში შუამავლის როლი აქვს აღებული. ამიტომ, თურქეთ-სირიის საზღვარზე მოვლენათა განვითარების სცენარი ხვალინდელ შეხვედრაზეცაა დამოკიდებული.